ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ პროექტ „განახლებული მზიურის“ პრეზენტაცია გაიმართა

ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ პროექტ „განახლებული მზიურის“ პრეზენტაცია გაიმართა. „მზიურის პარკის“ რეაბილიტაციის პროექტი თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად წარადგინა. როგორც თბილისის მერმა პრეზენტაციისას აღნიშნა, რეაბილიტაციის შედეგად, მზიურის პარკი დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება.

კახა კალაძემ 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედია გაიხსენა. მისი თქმით, „მზიურის პარკი“ არის ნგრევის მოწმე და იქნება შენების მოწმეც.

„ამ პარკის არსებული მდგომარეობა ყველას გვაწუხებს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოვახდინოთ მისი რეაბილიტაცია. 1975 წელს ნოდარ დუმბაძემ თავისი ღია წერილით „ოცნებას კაცი არ მოუკლავს“ ინიციატივა გამოთქვა ვერეს ხეობაში ბავშვთა ქალაქ მზიურის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს ინიციატივა მაშინვე აიტაცა ხელისუფლებამ და 1982 წელს პროექტი განხორციელდა. თუმცა ამ წლების განმავლობაში, როგორც ჩვენმა დედაქალაქმა, ამ პარკმაც ბევრი სირთულე გამოიარა. არ შეიძლება არ გავიხსენოთ 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედია. ამ ტრაგედიამ დიდი დარტყმა მიაყენა „მზიურის პარკს“, რომლის დიდი ნაწილიც განადგურდა. ამ სტიქიას მოჰყვა ადამიანების დაღუპვა. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ეს პარკი არის ახალგაზრდობის ერთობის მოწმე, რომელიც 2015 წლის 13 ივნისს გაერთიანდა. შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდებმა სრულიად საქართველო გააერთიანეს. ეს პარკი არის ნგრევის მოწმე და ეს პარკი იქნება შენების მოწმეც. ჩვენ ყველა ერთად გავაკეთებთ ისე, რომ ეს იყოს დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი“, - განაცხადა კახა კალაძემ

პროექტის განხორციელების შედეგად დედაქალაქს კიდევ ერთი სრულად კეთილმოწყობილი მრავალფუნქციური რეკრეციული ზონა შეემატება. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა. პროექტი ითვალისწინებს 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ტერიტორიისა და „მზიურის პარკის“ აღდგენა-მოწყობას, არსებული ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას. ასევე, პარკის ტერიტორიაზე განთავსებული ამორტიზებული შენობების რეაბილიტაცია-ადაპტაციას და მათ კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეებად გარდაქმნას.

„მზიურის“ ყოფილი საბაგირო სადგურის შენობაში მინი მედიათეკა და თანამედროვე გალერეის მინიმალისტური საგამოფენო დარბაზი მოეწყობა. ამასთან, „მზიურის“ ტერიტორიაზე აიგება შენობა, რომელშიც „თოჯინების მუზეუმი“ განთავსდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კავკასიის მასშტაბით ერთადერთ, უნიკალურ მუზეუმში, რომელიც საბავშვო მწერლისა და პედაგოგის, თინათინ თუმანიშვილის თაოსნობით 1937 წელს დაარსდა, დაცულია კულტურული მემკვიდრეობის 2714 ექსპონატი. მუზეუმის პროექტი მოიცავს საგამოფენო სივრცეებს, სამეცნიერო ლაბორატორას, საგანმანათლებლო ცენტრს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს