ზაქარია ქუცნაშვილი - გრიგოლ ვაშაძეს მიღებული აქვს პოლიტიკური დაკვეთა ქვეყანაში დაძაბულობის მოწყობაზე

გრიგოლ ვაშაძეს მიღებული აქვს პოლიტიკური დაკვეთა ქვეყანაში დაძაბულობის მოწყობაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „დოიჩე ველესთან“ გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუმ ცხადყო, რა პოლიტიკურ მიზნებს ისახავს ე.წ. ოპოზიციური კანდიდატი.

„უცხოურ მედიასაშუალება „დოიჩე ველესთან“ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუმ ცხადყო, რა პოლიტიკურ მიზნებს ისახავს ე.წ. ოპოზიციური კანდიდატი. ნათელი გახდა ჩვენი ვარაუდი, რომ ვაშაძე და მისი ჯგუფი იბრძვის მხოლოდ ორი რამისთვის. პირველია შეწყალების პრივილეგიის მოპოვება, რომ მოძალადეები გაათავისუფლოს ციხიდან. მეორე არის ის, რომ უმაღლესი წარმომადგენლობის თანამდებობა გამოიყენოს არა ქვეყნის წარმოსადგენად, არამედ აქციებისა და მიტინგების გასამართავად“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც ჯერ კიდევ არ არჩეული პრეზიდენტობის კანდიდატი ხალხს მოუწოდებს აქციებისკენ და ვერ ასახელებს ამ აქციების ჩატარების მიზეზს და ვერ აცნობიერებს, რომ, როგორც წესი, აქციების ჩატარების ინიციატორი უნდა იყოს არა კონსტიტუციური ორგანოები, არამედ ხალხი, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მას აქვს პოლიტიკური დაკვეთა ქვეყანაში დაძაბულობის მოწყობაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა