ადვოკატი - მერაბ მორჩაძე თავს დამნაშავედ გრძნობს, იგი პირობითი მსჯავრით გათავისუფლდა

მერაბ მორჩაძე თავს დამნაშავედ გრძნობს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმებით დაცვის მხარემ მიმართა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მოწმეზე ზემოქმედებაში მსჯავრდებულის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატი არ საუბრობს თუ რა იყო მოტივი მერაბ მორჩაძის ქმედების.

„მერაბ მორჩაძე აღიარებს 372-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს, შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ საპროცესო შეთანხმებით მთავარ პროკურატურას. მერაბ მორჩაძე გათავისუფლდა პირობით მსჯავრით. მოტივზე საუბრისგან თავს შევიკავებ, თუმცა ვიტყვი, რომ ბრალს აღიარებს მერაბ მორჩაძე და ვიტყვი, რომ ეს იყო ყოფითი საუბარი მერაბ მორჩაძესა და მოწმეს შორის. თუმცა მოსყიდვას ადგილი არ ქონია", - განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მერაბ მორჩაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა და მას ორწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა.

მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს, საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მიხეილ კალანდიაზე. ​

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა