მაია ცქიტიშვილი - ის აგრესიული ფონი, რომელიც “ნაცმოძრაობის” მხრიდან მთელი კამპანიის განმავლობაში ისმოდა, სალომე ზურაბიშვილს საოკუპაციო ხაზთანაც დახვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ის აგრესიული ფონი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ისმოდა, სალომე ზურაბიშვილს სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთანაც დახვდა. ასე შეაფასა მაია ცქიტიშვილმა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პიარმენეჯერის ლანა ღვინჯილიას შეურაცხმყოფელი მიმართვა “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილისადმი.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ ოკუპაციას ერთად ებრძოლონ, აგრესიული ფონი ისევ გრძელდება.

„ბუნებრივია, მომხდარ ინციდენტს ურყოფითად ვაფასებ, იმიტომ, რომ ქალბატონი სალომე მისული იყო იქ, სადაც გვტკივა, იმ ტერიტორიაზე, სადაც, სამწუხაროდ, ოკუპაცია ჯერ კიდევ გრძელდება. ის აგრესიული ფონი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მთელი კამპანიის განმავლობაში ისმოდა, ქალბატონ სალომეს საოკუპაციო ხაზთანაც დახვდა”,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პიარმენეჯერმა “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს გუშინ ჰკითხა, თუ “რა ნამუსით იყო საოკუპაციო ხაზთან ჩასული და ჯერ თქვას, ომი ვისი ბრალია“, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ის ჩავიდა, როგორც მომავალი პრეზიდენტი და „ახლა განცხადებების დრო არ არის“. ამის შემდეგ ლანა ღვინჯილიამ სალომე ზურაბიშვილის შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა