თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის ოჯახის ადვოკატი - ბრალდებულის ჩვენება აბსურდული იყო

ბრალდებულის ჩვენება აბსურდული იყო და ამაში ალბათ, თქვენც დარწმუნდით, - რამდენად უსუსური იყო მისი არგუმენტები და მტკიცებულებები, თავადაც ნახეთ, - აღნიშნულის შესახებ თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის ოჯახის ადვოკატმა, მაია ქავთარაძემ ჟურნალისტებთან პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, დღეს დაკითხულმა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა სასამართლოში სუსტი პოზიცია დააფიქსირეს.

„ბრალდებამ დაუსვა გრიგალაშვილს კითხვა, თუ რა ტიპის ზეწოლა უნდა განხორციელებულიყო ბრალდების მხრიდან, რომ ადამიანს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული ეღიარებინა. მხოლოდ ის არგუმენტი, რომ მის მეგობრებს გამოუშვებდნენ, თუკი, ასეთ ჩვენებას მისცემდა, ეს კომენტარსაც არ საჭიროებს.

რაც შეეხება ექსპერტების ჩვენებებს, საკმაოდ სუსტი იყო მათი პოზიცია. ექსპერტის მხრიდან იმის მტკიცება, რომ 4- კილოიან ქვას ადამიანი ვერ აწევდა, ესეც არ საჭიროებს კომენტარს. კატეგორიული დასკვნა არც ექსპერტის ყოფილა ჭრილობებთან დაკავშირებით", - აცხადებს ქავთარაძე.

შემდეგი სასამართლო სხდომა 14 ნოემბერს, 17:00 საათზე ჩაინიშნა. შემდეგ პროცესზე მხარეები დასკვნითი სიტყვით წარსდგებიან.

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს