მარნეულის ყოფილი მერის, დეპუტატის და კიდევ ორი პირის საქმეზე არსებითი სხდომა, დეპუტატ აზერ სულეიმანოვის გამოუცხადებლობის გამო  გადაიდო

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვისა და აზერ სულეიმანოვის, ელჩინ გულიევის, ასევე რამინ ალახვერდიევის საქმეზე, არსებითი სხდომა, საქართველოს პარლამენტის წევრის, აზერ სულეიმანოვის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა მომხდარიყო.

აზერ სულეიმანოვის ადვოკატმა მურმან ხვიბლიანმა განცხადება წარადგინა, რომელშიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის სასამართლოში გამოუცხადებლობის მიზეზი იყო განმარტებული და აზერ სულეიმანოვის ხელმოწერით დადასტურებული.

მოსამართლემ, მურმან ხვიბლიანის მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე, აზერ სულეიმანოვის ხელმოწერის ავთენტურობა ეჭვქვეშ დააყენა და ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა, მოგვიანებით, ბრალდებულს, მის გარეშე მტკიცებულებების გამოკვლევის ჩატარებაზე პრეტენზიაც კი გაუჩნდეს.

პროკურორი ლევან ლაზარეშვილი სხდომის გადადების წინააღმდეგი იყო, წინააღმდეგი იყო ბრალდებული თემურ აბაზოვიც. მისი განცხადებით, ის ცუდად არის, სურს პროცესი დროულად დასრულდეს და არ გაჭიანურდეს.

მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა აზერ სულეიმანოვის დაუსწრებლად, სხდომის ჩატარების საკითხი მხარეებთან ერთად განიხილა და საბოლოოდ 14 ნოემბრისათვის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, პარლამენტარი აზერ სულეიმანოვი, რამინ ალახვერდიევი და ელჩინ გულიევი წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პროკურატურამ 13 ივნისს დააკავა. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 3-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით 157-ე მუხლის პირველი პრიმის პირველი და მეორე ნაწილით აქვს წაყენებული, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას; პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გადაღება-გავრცელების ორგანიზებას გულისხმობს.

ალახვერდიევის, სულეიმანოვისა და გულიევის მიმართ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) მიმდინარეობს. ელჩინ გულიევსა და რამინ ალახვერდიევს 157-ე მუხლის პირველი პრიმას პირველი და მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა