გერმანელმა და ქართველმა ექსპერტებმა ტყიბულის შახტში არსებული ვითარების შესწავლა დაიწყეს

გერმანული კომპანიის „DMT ჯგუფის“ ექსპერტებმა ტყიბულის შახტში არსებული ვითარების შესწავლა დაიწყეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კომპანია სამმხრივი კომისიის მიერ იქნა შერჩეული და მას მუშაობის 140 წლიანი გამოცდილება აქვს. მათივე ცნობით, კომპანია „DMT ჯგუფი“ მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი ორგანიზაციის TUV NORD-ის წევრია. პროცესს კოორდინაციას უწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი.

„ტყიბულში სამი გერმანელი ექსპერტი მუშაობს, ისინი უშუალოდ ჩავლენ შახტში, ასევე, ადგილზე გაეცნობიან სათანადო დოკუმენტაციას, რომელსაც შესასწავლად გერმანიაში წაიღებენ. ექსპერტთა მიერ საბოლოო დასკვნის მისაღებად 5 კვირაა განსაზღვრული, ამ პერიოდის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება შუალედური ანგარიშებიც.

პროცესის მიზანია, შესწავლილ იქნას შახტის შემდგომი ფუნქციონირების გაგრძელების შესაძლებლობა, რომელიც დაეფუძნება შახტის ტექნიკურ მდგომარეობას და ადამიანთა შრომის პირობების უსაფრთხოებას. გარდა ამისა, გერმანულმა კომპანიამ უნდა გასცეს რეკომენდაციები შახტის ფუნქციონირების გაუმჯობესების კუთხით, რომელიც უკავშირდება თანამედროვე მოწყობილობა-დანადგარებისა და საბადოს დამუშავებისას ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას, ასევე სამუშაო პროცესის სწორად ორგანიზებას და მენეჯმენტის განხორციელებას.

გერმანული კომპანიის ხელშეწყობის მიზნით და მათ მიერ წარმოდგენილი დასკვნის ანალიზისა და შეფასებისთვის, ამ პროცესში ჩართულნი არიან დარგის ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები, ასევე, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სამთო ინსტიტუტიდან და ილიას უნივერსიტეტიდან მოწვეული ექსპერტები,” - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა