კახა კალაძე ატოცში მომხდარ ინციდენტზე - არასამთავრობოების ნაწილი ჩამალული რომ არის, ალბათ, ამოვა და თვალს გაუსწორებს რეალობას

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ჩამალული რომ არის, ალბათ, ამოვა და თვალს გაუსწორებს რეალობას და გააკეთებს იმ განცხადებას რასაც ხალხი ელოდება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სოფელ ატოცში სალომე ზურაბიშვილის ჩასვლის დროს მომხდარ ინციდენტს. კახა კალაძის თქმით, ის მომხდარის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებსაც ელოდება.

„რაც მოხდა, სამარცხვინოს ვუწოდებ, სხვა - არაფერს, რა უნდა ვუწოდო? ესეც ნათელი მაგალითია თუ როგორ ხდება ხელის შეშლა მთლიანად კამპანიის დროს. გავიხსენებ, რა იყო პირველი ტურის დროს, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ხვდებოდა ამომრჩეველს და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები მიდოდნენ, იქ იყო პირადი შეურაცხყოფა, მცდელობა, რომ ჩაეშალათ ეს შეხვედრები. მე ველოდები საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებს. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ალბათ, ჩამალული, რომ არის, ამოვა და თვალს გაუსწორებს რეალობას და გააკეთებს იმ განცხადებას, რასაც ელოდება ხალხი”,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პიარმენეჯერმა “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს გუშინ ჰკითხა, თუ “რა ნამუსით იყო საოკუპაციო ხაზთან ჩასული და ჯერ თქვას, ომი ვისი ბრალია“, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ის ჩავიდა, როგორც მომავალი პრეზიდენტი და „ახლა განცხადებების დრო არ არის“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს