ადვოკატი - ლადო გრიგალაშვილს ბრალად შერაცხული ქმედება არ ჩაუდენია

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 6 ჭრილობა, რომელიც განვითარებულია გარდაცვლილი ანა ნაცვლიშვილის სხეულზე, ამ დანით არ არის განხორციელებული, - ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატმა, ნაირა ოტიაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, გამოძიებას გახსნილი საქმე სჭირდებოდა, რის გამოც გრიგალაშვილს შეურაცხეს აღნიშნული ბრალი.

„უკვე საფუძვლიან ვარაუდს მაძლევს ბრალდებულის ჩვენება, რომ ეს ვერსია, რაც მან გააჟღერა, შეთავაზებული იყო ნამდვილად გამოძიების მიერ. თუ რატომ მოაწერა ჩვენებას ხელი, მან განმარტა, რომ იყო ზეწოლები მეგობრების დაჭერით, ოჯახის განადგურებით. დანის და ჭრილობის პარამეტრები აბსოლუტურ არათანხვედრაშია. გრიგალაშვილი რას დაიბრალებდა თავის დროზე, ამაზე პასუხი არ მაქვს.

გამოძიებას ესაჭიროებოდა გახსნილად გამოეცხადებინა საქმე, გრიგალაშვილის ზარები იყო ნაცვლიშვილთან განხორციელებული, გრიგალაშვილის მიმოწერა იყო, შესაბამისად, მარტივი იქნებოდა მისთვის ბრალის შერაცხვა.

როგორც მისი უფლებადამცველი, ვალდებული ვარ გრიგალაშვილს დავეთანხმო და ვთქვა, რომ მას არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ეს ქმედება", - განაცხადა ოტიაშვილმა.

შემდეგ სასამართლო პროცესზე, რომელიც 14 ნოემბერს 17:00 საათზე ჩაინიშნა, მხარეები დასკვნითი სიტყვით წარსდგებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა