გიორგი კახიანის განცხადებით, ირაკლი კობახიძის საპატრიარქოში დღევანდელი შეხვედრა არჩევნებს არ უკავშირდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი კახიანის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი შეხვედრა საპატრიარქოში არჩევნებს არ უკავშირდება.

„ასეთ შეხვედრებს ხშირი ხასიათი აქვს, ჩვენ მუდმივად ვხვდებით საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ რას ფიქრობენ საპატრიარქოში ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება ჩვენს ქმედებებში არაერთხელ გამოჩნდა და საზოგადოებამ ეს ნახა. ესეც ამ ტიპის მიმდინარე შეხვედრა იყო. არჩევნებთან ამას არანაირი კავშირი არ ჰქონია", - განაცხადა კახიანმა.

მისივე თქმით, შეხვედრა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაიმართა.

კახიანის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრები მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტსაც არ უკავშირდება, რადგან ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია.

„მარიხუანას თემას რაც შეეხება, ამ თემაზე ჩვენ ძალიან ნათლად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია და ეს საკითხი საერთოდ მოხსნილია დღის წესრიგიდან. ეს საკითხი პარლამენტიდან გაწვეულია. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებისა და საპატრიარქოს პოზიცია გავიგეთ", - განაცხადა კახიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო