ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, უკრაინამ კორუფციასთან ბრძოლის სფეროში რეფორმების ტემპი უნდა გააძლიეროს

უკრაინამ სასამართლო და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში რეფორმების ტემპი უნდა გააძლიეროს, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ანგარიშში უკრაინის მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების თაობაზე.

„სასამართლო რეფორმის გაგრძელების მიუხედავად, ძალიან ცოტა განაჩენი იყო გამოტანილი უმაღლეს დონეზე კორუფციულ საქმეებთან დაკავშირებით. შესაბამისად, უზენაესი ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა რეფორმის წარმატებულობის ტესტად რჩება“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ანგარიშში ცალკედ გამოყოფილია კორუფციასთან ბრძოლაში სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი.

„სამოქალაქო საზოგადოებას შეუფერხებლად უნდა შეეძლოს გაბედული მუშაობის განხორციელება და ამავდროულად უსაფრთხოების გარანტიები უნდა ჰქონდეს. ზედმიწნევით უნდა იქნეს გამოძიებული სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებზე თავდასხმის ფაქტები და დამნაშავეები კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯონ. საამისოდ სამართალდამცველების მხრიდან შესაბამისი ქმედებების განხორციელებაა საჭირო“, - აღნიშნეს ევროკავშირში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია პროგრესი სხვა სფეროებში. კერძოდ, ეკონომიკური რეფორმების შედეგად, მსხვილმა სახელმწიფო კომპანიებმა განაგრძეს შემოსავლის გაზრდა დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭოების ხელმძღვანელობის ქვეშ.

ასევე დადებითად შეფასებულია ენერგოეფექტურობის შესახებ კანონმდებლობის დანერგვა და გაზისა და ელექტროენერგიის სფეროში დამოუკიდებელი ოპერატორების შექმნა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა