ექსპერტი ირაკლი ბერძენაძე - ეროვნულმა ბანკმა გადადგა ძალიან ცუდი ნაბიჯი, ის არის აგონიაში და გადასულია მხოლოდ თავისი რეზერვების დაცულობაზე

ეროვნული ბანკი აგონიაშია, მან გადადგა ძალიან ცუდი ნაბიჯი, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის კურსის სტაბილიზაციასთან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა, ირაკლი ბერძენაძემ განუცხადა.

ის გამოეხმაურა სებ-ის მიერ 10 მლნ აშშ დოლარის ყიდვას და აღნიშნა, რომ ლარის ასეთი გაუფასურების ფონზე, ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება არასწორია.

„ეროვნული ბანკი უკვე აშკარად ეკონომიკის მუხრუჭია, რადგან როცა ვალუტა ასე სერიოზულად უფასურდება ქვეყანაში, იმის ნაცვლად, რომ ეროვნულმა ბანკმა მიაწოდოს დოლარი ქვეყანას, ის გამოდის და დგამს ისეთ ნაბიჯს, რაც კიდევ უფრო გააუფასურებს ვალუტას. ერთი მხრივ, მესმის ეროვნული ბანკის იმ კუთხით, რომ მან უნდა უზრუნველყოს რეზერვის დაცულობა, რადგან ქვეყანას აქვს საგარეო ვალდებულებები, კრედიტორები სთხოვენ, რომ ჰქონდეს რეზერვი, მაგრამ მეორე მომენტია, რომ როცა კურსი არის 2.78 და ამ დროს ეროვნული ბანკი აცლის ეკონომიკას 10 მილიონ დოლარს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია, ეს სწორი გადაწყვეტილება არ არის. რეალურად, კურსს გამყარებისთვის არ სჭირდება 100 მილიონი, სულ რაღაც 25 მილიონია საკმარისი. ეროვნული ბანკი არის აგონიაში და გადასულია მხოლოდ თავისი რეზერვების დაცულობაზე“, - განაცხადა ბერძენაძემ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ძალიან ცუდია, რომ მთავრობა არის იმდენად დაბრმავებული, ან არაპროფესიონალი, რომ ამ ყველაფერს ვერ ან არ ხედავს.

„მოდის დეკემბერი, საახალწლო პერიოდი, როცა ფულადი რესურსების ხარჯვა გაცილებით იზრდება. აქ უკვე ვერც ინფლაციას დაიჭერენ და ვერც სავალუტო კურსს. ეროვნულმა ბანკმა გადადგა ძალიან ცუდი ნაბიჯი, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის კურსის სტაბილიზაციასთან და მაინტერესებს რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. აშკარაა, რომ ეროვნულ ბანკს სჭირდება მეტი დოლარის რეზერვი და უკვე ყველაფერზე მიდის. ეს უკვე არასწორი მეთოდია და ამით ქვეყანას ეკონომიკური უსაფრთხოების რისკი უდგება. ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ ინფლაციამ დაიწიოს, მაგრამ საერთო ჯამში ვერ ხვდება, რომ ეს ყველაფერი არის მოძველებული, გამოიწვევს უმართავ პროცესებს და იმოქმედებს ინფლაციაზეც“, - აღნიშნა ექსპერტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო