საქართველოს ეროვნულ ბანკში ახალგაზრდული კონკურსი და სტაჟირება იგეგმება

საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური განათლების წლის ფარგლებში, სტუდენტებისათვის კონკურსს - "ჩემპიონი შემფასებელი" აცხადებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, კონკურსის პირობებით, ქართული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებმა უნდა გააანალიზონ ქართული კომპანიების ფინანსური ანგარიშგებები და შეაფასონ მათი საინვესტიციო პოტენციალი.

„ახალგაზრდებს ეს კონკურსი საშუალებას მისცემს, პრაქტიკაში გამოიყენონ დაგროვილი ცოდნა და გამოიმუშავონ საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევები. გამარჯვებულ სტუნდენტებს კი შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს ეროვნულ ბანკში 2-თვიანი სტაჟირება გაიარონ.

მსურველები 2018 წლის 26 ნოემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ. ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადა კი 2018 წლის 25 დეკემბერია.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ მითითებულ ბმულზე - http://bit.ly/ჩემპიონიშემფასებელი", - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა