ნაძალადევის რაიონში 43-მეტრიანი გრუნტის დამჭერი კედელი შენდება

ნაძალადევის რაიონში, თმოგვის II შესახვევის N23-ში გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა ბოლო ეტაპზეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნულ მისამართზე ნაყარი მიწის ჩამოშლის შედეგად, 43 მეტრი სიგრძისა და 6 მეტრი სიმაღლის კედლის მოწყობა გახდა საჭირო.

მათი ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო.

„ვასრულებთ ერთ-ერთი ყველაზე რთული კედლის მშენებლობას. მოსახლეობის უსაფრთოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელება. მიწის ჩამოშლის შემდეგ, ტერიტორია მეწყერსაშიში გახდა. არსებული პროექტის შეცვლა და სამუშაოების მოცულობის გაზრდა მოგვიწია. საბოლოოდ, ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც მოსახლეობის ინტერესში შედიოდა“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

თომგვის II შესახვევში კედლის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 171 607 ლარს შეადგენს. აღნიშნული მისამართის გარდა, მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, რაიონის მასშტაბით, ათი საყრდენი კედელი აშენდა, რისთვისაც ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 579 394 ლარი გამოყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო