სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონს, 12 ნოემბერს სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს, სამგორის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეტრე იბერის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მცხეთის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქობულეთის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა