მედიის ინფორმაციით, ბელგიისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერების კორტეჟი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა

ბელგიაში, ბელგიისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრების კორტეჟი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური გამოცემა DH.be წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი პოლიციელი დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ პოლიციის პრესსამსახურს ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.

დღეს ბელგიისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრები პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავთან დაკავშირებით ქალაქ მონში მდებარე სამხედრო სასაფლაოს ეწვნიენ.

გამოცემის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა E42 გზატკეცილზე მოხდა. პოლიციელი მოტოციკლისტები წინ მიმავალ მანქანას შეეჯახნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი ჰოსპიტალიზირებულნი არიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს