თბილისის მასშტაბით, დაავადებული ფიჭვების საკითხს უცხოელი ექსპერტები შეისწავლიან

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ინიციატივით, დედაქალაქს უცხოელი ექსპერტები ეწვივნენ, რომლებიც დაავადებული ფიჭვების საკითხს შეისწავლიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მერიის ინფორმაციით, მათი ვიზიტის მთავარი მიზანი დაავადების გავრცელების პრევენცია და ჯანსაღი კორომების გადარჩენაა.

უცხოელ ექსპერტებს დღეს, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიგა გიგაშვილი შეხვდა და მათთან ერთად, რამდენიმე ლოკაციაზე იმყოფებოდა.

ესპანელმა ბიოლოგმა, მარია ხოსე ბრიონგოსმა და ქართველმა ექსპერტებმა დაავადებული მცენარეები ადგილზე შეისწავლეს. სპეციალისტებმა ასევე, აიღეს ნიმუშები, რომლებსაც ლაბორატორიული კვლევა ესპანეთში და ევროკავშირში აკრედიტებულ სხვა ლაბორატორიებში ჩაუტარდება.

„თბილისის შემოგარენში და საქართველოს რეგიონებში ფიჭვების ინტენსიური ხმობა დაახლოებით, 20 წლის წინ, 1997-1998 წლებიდან დაიწყო. დედაქალაქის მერია აღნიშნულ პრობლემას სისტემატურად ებრძვის და დაავადებული ხე-მცენარეების წამლობას, ასევე, ხმელი და ზეხმელი მერქნიანი მცენარეების სანიტარულ ჭრას ახორციელებს.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა თბილისის ტერიტორიაზე არსებული ხეების სანიტარული ჭრა ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო, რის შედეგადაც, ჯამში, 20 000 ძირი ხმელი და ზეხმელი ხე მოიჭრება. მას შემდეგ, რაც სანიტარული ჭრები დასრულდება, 2019 წლიდან, აღნიშნული ტერიტორიების აღდგენა და ხელახალი განაშენიანება დაიწყება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა