თბილისში „ქუჩის მუსიკის დღე“ გაიმართება

10 ნოემბერს თბილისში „ქუჩის მუსიკის დღე“ გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მხარდაჭერით, ახალგაზრდული ორგანიზაცია - „დრონისა“ და „ქუჩის მუსიკის“ ორგანიზებით, 10 ნოემბერს აღმაშენებლის გამზირზე, პუშკინის სკვერსა და დედაენის ბაღში მსმენელის წინაშე 150-მდე ქართველი მუსიკოსი წარდგება.

მათივე ინფორმაციით, მუსიკოსები თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე 15:00 საათიდან 22:00 საათამდე ერთდროულად დაუკრავენ და საზოგადოებას საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის მიზანი ქუჩის მუსიკით დაინტერესებული ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, ახალი შემსრულებლების აღმოჩენა და ქუჩის მუსიკის პოპულარიზაციაა. „ქუჩის მუსიკის ფესტივალი 2007 წელს ლიტვაში დაარსდა. მომდევნო წლებში, ფესტივალს ევროპის სხვადასხვა ქვეყანა შეურთდა და ტრადიციულად ყოველწლიურად იმართება. საქართველოში ქუჩის მუსიკის ფესტივალი 2012 წლიდან ტარდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს