დიმიტრი ხუნდაძე - სოციალური მხარდაჭერის პროგრამები იყო არჩევნებამდე, იქნება არჩევნების პერიოდშიც და არჩევნების შემდეგაც

სოციალური მხარდაჭერის პროგრამები იყო არჩევნებამდე, იქნება არჩევნების პერიოდშიც და არჩევნების შემდეგაც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ, ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებულ იქნა ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება.

„ასე რომ, სოციალური მხარდაჭერის პროგრამები იყო არჩევნებამდე, იქნება არჩევნების პერიოდშიც და არჩევნების შემდეგაც. თქვენ არ უნდა განაწყენდეთ ამაზე, პირიქით, უნდა დაგვეხმაროთ, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად მივაწოდოთ ახალ პროგრამებზე ინფორმაცია, რათა სარგებელი ნახონ და ისარგებლონ იმ ინიციატივებით, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ახლაც იგეგმება ახალი ინიციატივა, ესაა მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამები, რომელიც კანონმდებლობით ივნისშია მიღებული და ახლა შემოიტანს მთავრობა. მათ კანონმდებლობით აქვთ ვალდებულება, რომ წარმოადგინონ ეს კანონპროექტი. ასე რომ, აქ არაფერ შუაშია არჩევნები", - განაცხადა ხუნდაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა