გია ხუხაშვილი - ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მე ამას ყველანაირად ხელს შევუწყობ

აუცილებლად შეიქმნება ახალი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი და მე ამას ყველანაირად ხელს შევუწყობ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ამ დროის პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ქვეყანაში სხვა ალტერნატიული პოლიტიკური ძალის შექმნის აუცილებლობა დგას დღის წესრიგში და ის უახლოეს მომავალში შეიქმნება. როგორც ხუხაშვილმა განმარტა, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნაში თავად აქტიურად მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკაში მიდის. მისი თქმით, მისი ინტერესი რამე თანამდებობის დაკავება არ არის.

„მე ვთქვი, რომ არის ვითარება, როდესაც ორი, ფაქტობრივად, ნდობადაკარგული პოლიტიკური ძალის თამაშის მძევალია მთელი ქართული საზოგადოება და მოთხოვნილება ძალიან მაღალია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების. ეს სახელმწიფოებრივი და სასიცოცხლო ამოცანა ხდება. ასეთი ცენტრის ფორმირებაში სამომავლოდ, ალბათ მეც მომიწევს მონაწილეობის მიღება. ასეთი პოლიტიკური ცენტრი კი აუცილებლად უნდა შეიქმნას. უბრალოდ, ჩვენს ქვეყანას სხვა გზა არ აქვს. ამ ორი ძალის მძევლობა უკვე, სახელმწიფოებრივად ძალიან სახიფათო ხდება.

აუცილებლად შეიქმნება ახალი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი. ასეთი ცენტრების შექმნა სასცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მე ამას ყველანაირად შევუწყობ ხელს. ეს არის განაცხადი. რა, როდის იქნება, რა ფორმით იქნება და ვინ იქნება, ვფიქრობ, ამაზე საუბარი ადრეა. მე პოლიტიკაში არ მივდივარ, უბრალოდ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნას ხელს შევუწყობ, თუმცა რა ფორმით შევუწყობ, ამაზე ჯერ ჩამოყალიბებული არ ვარ. ამას მომავალი აჩვენებს. მარტივად ვიტყვი, მე პოლიტიკურ პარტიას არ ვქმნი. რაღაც პროცესები დაიწყება და მე ამ პროცესებს მივეხმარები, ვინიდან ეს აუცილებელია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა