დავით სერგეენკომ საფრანგეთის მთავრობის სახელმწიფო მრჩეველს საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა გააცნო

მნიშვნელოვანია, რომ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს გაუჩინოთ მუშაობის დაწყების მოტივაცია, ეს დადებითად აისახება როგორც მოქალაქეებზე, ისე ქვეყნის ეკონომიკაზე, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის მთავრობის სახელმწიფო მრჩეველმა მარისოლ ტურენმა განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა დავით სერგეენკომ საფრანგეთის მთავრობის სახელმწიფო მრჩეველს მთავრობის ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში, ორი წლის განმავლობაში გარკვეული სახის ბენეფიტები შეუნარჩუნდებათ.

პროექტის მიხედვით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში მიიღებენ ფულად სოციალურ დახმარებას, მეორე წელს კი შეუნარჩუნდებათ არაფულადი პრივილეგიები, რომლითაც სოციალურად დაუცველები სარგებლობენ.

„ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენიმე წლის წინ მსგავსი პრობლემა საფრანგეთშიც არსებობდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეგვენარჩუნებინა იმ ბენეფიტების ნაწილი, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ. ამ გზით მოქალაქეები უფრო დაცულად გრძონებენ თავს და უჩნდებათ მუშაობის მოტივაცია“, - განაცხადა მარისოლ ტურენმა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიეც ესწრებოდა, მხარეებმა სოციალური პოლიტიკის კუთხით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა