მურთაზ ზოდელავა - ფოთში, საარჩევნო სიების დოკუმენტების ასლები, რომელიც დალუქული უნდა იყოს,  „ქართული ოცნების“ კოორდინატორის „ფეისბუქ“ გვერდზე დაფიქსირდა

საარჩევნო სიები, რომელიც ოლქში დალუქულ მდგომარეობაში უნდა იყოს, რათა გადაიგზავნოს თბილისში და რომელზეც წვდომა არ უნდა ჰქონდეს არავის, ამ დოკუმენტების ასლები დაფიქსირდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი კოორდინატორის „ფეისბუქ“ გვერდზე, - ამის შესახებ დღეს ფოთში გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს დანაშაულია და დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

ოპოზიციას აინტერესებს, საიდან აღმოჩნდა აღნიშნული სია „ქართული ოცნების“ კოორდინატორის ხელში.

„საარჩევნო სიები, რომელიც უნდა იყოს ოლქში დალუქულ მდგომარეობაში, რათა გადაიგზავნოს თბილისში და რომელზეც წვდომა არ უნდა ჰქონდეს არავის, ამ დოკუმენტების ასლები დაფიქსირდა ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთი კოორდინატორის ,,ფეისბუქ“ გვერდზე. მან განათავსა ფოტო, სადაც ბედნიერად ზის ამ სიებთან კალმით ხელში და ამუშავებს. ეს არის პირდაპირ დანაშაული. ჩვენ მოვითხოვეთ დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყება. რაც გუშინ კრწანისში გაკეთდა, იგივე გააკეთეს ფოთშიც. არ გამოვრიცხავთ, რომ ოლქებში ეს მოხდა სუს-ის ჩარევით და რა თქმა უნდა საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარების მონაწილეობით. მოვითხოვთ, სასწრაფოდ დაიკითხოს „ქართული ოცნების“ კოორდინატორი და ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაია. გაირკვეს, საიდან აღმოჩნდა დოკუმენტების ასლები მმართველი პარტიის კოორდინატორებთან და რა მანიპულაციები ხდება. ეს პირდაპირ დანაშაულია. ჩვენ მტკიცებულებები გვაქვს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანათის რეგიონში მურთაზ ზოდელავამ.

აღნიშნულ საკითხზე 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში კომენტარს არ აკეთებენ.

„ქართული ოცნების“ შტაბში ოპოზიციის ბრალდებას უსაფუძვლოს და აბსურდულს უწოდებენ. „ეს არა საარჩევნო დოკუმენტი, არამედ სამუშაო სიაა“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ შტაბის წევრმა ნიკა კორშიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა