ირაკლი სესიაშვილი - არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა, რომლის ფარგლებშიც ნატო-ს წევრ ევროპულ ქვეყნებში სამხედროებს ან პოლიციელებს პოლიტიკური აგიტაცია ეკრძალებათ

არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა, რომლის ფარგლებშიც ნატო-ს წევრ ევროპულ ქვეყნებში სამხედროებს ან პოლიციელებს პოლიტიკური აგიტაცია ეკრძალებათ, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამხედრო ფორმაში პოლიტიკური განცხადების გაკეთების და აქტივობის შესაძლო შეეზღუდვასთან დაკავშირებით განაცხადა.

"ბუნებრივია ყველას აქვს უფლება თავისი პოლიტიკური სიმპათიები, შეხედულებები გამოხატოს. ამ ქვეყანაში არავინ ამას ხელს არ უშლის, მაგრამ როცა ეს სამხედრო ფორმით ხდება, მინიმუმ არღვევს იმ ძალიან მნიშვნელოვან პრინციპებს, რაც არის სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის პრინციპები. არსებობს საერთაშორისო პაქტიკა, რომლის ფარგლებშიც ნატო-ს წევრ ევროპულ ქვეყნებში სამხედროებს ან პოლიციელებს ეკრძალებათ პოლიტიკური აგიტაცია, თუ შესაბამისი ფორმა აცვიათ. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ასეთი ქმედება მიზანშეწონილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კანონმდებლობა ამას არ კრძალავს. ალბათ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს საერთაშორისო პრაქტიკა გავითვალისწინოთ, რათა არ მოხდეს ჩვენი საზოგადოების, მათ შორის ჯარისკაცების, ოფიცრების დაბნევა და გარკვეულწილად სამხედრო მუნდირის პოლიტიკასთან გაიგივება", - განაცხადა სესიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო