„თიბისი ბანკმა“ Global Finance-ის ორი ჯილდო მიიღო

საერთაშორისოდ აღიარებულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance სოციალური მედიის მარკეტინგისა და სერვისების მიმართულებით „თიბისი ბანკი“ რეგიონში 2018 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, ავტორიტეტულმა გამოცემამ ასევე, „თიბისი ბანკის“ ვებ-გვერდი 2018 წლის საუკეთესო ინტეგრირებულ სამომხმარებლო ვებ-გვერდად აღიარა. დაჯილდოების ცერემონია ლონდონში გაიმართა და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 300-ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენელი ესწრებოდა.

„თიბისი ბანკის“ განცხადებით, გამარჯვებულები ჟიურის წევრებმა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით შეარჩიეს: ონლაინმომხმარებლების მოზიდვისა და მათთვის ეფექტური მომსახურების გაწევის სტრატეგია, ციფრული სერვისებისა და პროდუქტების მომხმარებლების მოზიდვა, შეთავაზებული პროდუქტების მრავალფეროვნება, ვებ-გვერდის დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა.

Global Finance 1987 წელს დაარსდა და მას მსოფლიოს მასშტაბით 190 ქვეყანაში კითხულობენ. ჟურნალი უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში.

წლების განმავლობაში, „თიბისი ბანკს“ Global Finance-ისგან სხვადასხვა კატეგორიაში არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა