ირაკლი სესიაშვილი - სააკაშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი იმ არასწორი ქმედებების გამო, რომელმაც ტერიტორიები დაგვაკარგინა

სააკაშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი იმ არასწორი ქმედებების გამო, რომელმაც ტერიტორიები დაგვაკარგინა, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ყველა, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვთანხმდებით, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა და აქ კითხვის ნიშანი არ ჩნდება. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ, უშუალოდ სააკაშვილმა ითამაშა ის ძალიან ტრაგიკული როლი, რაც ჯდებოდა პუტინისა და კრემლის ინტერესებში და ფაქტობრივად ის გახდა ამ პროვოკაციის თანამონაწილე. ამიტომ ეს ვიდეო კიდევ ერთი გახსენებაა იმ ტრაგიკული მოვლენების და იმის დადასტურება, რომ მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება სააკაშვილს და ხელისუფლებას აფრთხილებდა, რომ რუსეთის პროვოკაციებს არ წამოგებოდა, მან ეს ნაბიჯი გადადგა. შესაბამისად, დღეს თუ ვინმეს ამ მიმართულებით ბოდიში აქვს მოსახდელი და პასუხისმგებელია საკუთარი ხალხის წინაშე, და არა იმ კუთხით, რომ აქ რამე კითხვის ნიშანი ჩნდება ოკუპაციასთან დაკავშირებით, აქ საუბარია იმ უპასუხისმგებლო, იმ არასწორ მოქმედებებზე, რამაც სამწუხაროდ, მიგვიყვანა რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციამდე“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა