ზვიად საბანაძე - ვტოვებ „ევროპულ საქართველოს“, რადგან ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა მიუღებელია

„ევროპული საქართველოს“ გორის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ზვიად საბანაძემ, ამავე პარტიის ათამდე სხვა აქტივისტთან ერთად, „ევროპული საქართველოს“ რიგები დატოვა, - ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს საღამოს განაცხადა.

საბანაძის განმარტებით, მისთის ცნობილი იყო, რომ „ევროპულ საქართველოს“ არანაირი კავშირი აღარ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას გუშინდელი განცხადებების შემდეგ „ყველაფერს ფარდა აეხადა“.

„ჩემთვის ცნობილი იყო, რომ „ევროპულ საქართველოს“ არანაირი კავშირი აღარ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ ყველაფერს ფარდა აეხადა. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მუშაობა და ვტოვებთ „ევროპულ საქართველოს“. ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრების გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ზვიად საბანაძემ.

საბანაძეს არ აკონკრეტებს, შეუერთდება თუ არა რომელიმე სხვა პარტიას, თუმცა აღნიშნა, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელი წევრის მანდატით გააგრძელებს. მისივე თქმით, საკუთარ გეგმებზე განცხადებას რამდენიმე დღეში გააკეთებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა