პროკურატურა მერაბ მორჩაძის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოწმეზე ზემოქმედების განხორციელებისთვის ბრალდებული მ.მ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, - ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

„გამოძიებით და სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ მ.მ.-მ ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველ მოწმეზე მ.კ.-ზე გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაციის შეცვლის მიზნით განახორციელა ზემოქმედება. მ.მ.-მ დაიყოლია მ.კ., სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია შეეცვალა და უთხრა, რომ თუკი მკვლელობაში ბრალდებულებს გ.ჯ.-ს და გ.ბ-ს დანაშაულში არ ამხელდა, ეს მისთვის კარგი იქნებოდა, რადგან სახელს და მეგობრებს შეინარჩუნებდა. მ.მ.-მ უთხრა მ.კ.-ს, რომ მას არაფრის არ უნდა შეშინებოდა, რადგან თუ ჩვენების შეცვლისთვის დააკავებდნენ, იგი მედიისა და საზოგადოების ფართო და გავლენიანი პირების მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. მ.მ. ასევე დაჰპირდა მ.კ.-ს, რომ დახმარებას გაუწევდა პატიმრობაში მყოფ მამამისს და მას ადვოკატის მომსახურებით უზრუნველყოფდა.

სამართალდამცავებმა მ.მ. ქ. თბილისში 2018 წლის 8 ივნისს დააკავეს.

იმის გათვალისწინებით, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ამავე დროს იგი არ ყოფილა წარსულში ნასამართლევი, მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს