დავით ზალკალიანი - ძალიან სერიოზული გამოწვევებია ჩვენს წინაშე და დიდია ჩვენი დიპლომატების როლი საერთაშორისო თანამეგობრობამდე ამ პრობლემების მიტანის საქმეში

ძალიან სერიოზული გამოწვევებია ჩვენს წინაშე და დიდია ჩვენი დიპლომატების როლი საერთაშორისო თანამეგობრობამდე ამ პრობლემების მიტანის საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საკრებულოში, დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრმა ქართველ დიპლომატებს პროფესიული დღე მიულოცა. ასევე, დავით ზალკალიანი სოფელ ატოცში საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების დამონტაჟებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

"კიდევ ერთხელ მინდა ყველა ქართველ დიპლომატს დიპლომატის დღე მივულოცო. ეს ადამიანები მართლაც ძალიან სერიოზულ საქმიანობას ეწევიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ძალიან სერიოზული გამოწვევებია ჩვენს წინაშე და დიდია ჩვენი დიპლომატების როლი საერთაშორისო თანამეგობრობამდე ამ პრობლემების მიტანის საქმეში. მოგეხსენებათ, რომ ამ დღეებში ატოცში საოკუპაციო ძალებმა კვლავ განაახლეს მავთულხლართების დამონტაჟება. ეს არის უკანონო ქმედება, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა. ამასთან დაკავშირებით ძალინ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან. მოგეხსენებათ, რომ მკაცრი განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. გუშინ ძალიან კარგი გამოხმაურება გვქონდა ირლანდიის პარლამენტის მხრიდან. დარწმუნებული ვართ, რომ ამას მიეცემა შესაბამისი შეფასება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ბუნებრივია, არ მოვაკლებთ მცდელობას, რომ საქართველოს საკითხი მომავალშიც მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა