დავით ზალკალიანი - ფაქტია, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, რაც ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ წინა ხელისუფლებისგან

ვიდეო, რაც ვრცელდება სოციალურ მედიაში, კიდევ უფრო ამძიმებს იმ ხელისუფლების პასუხისმგებლობას, რომელმაც ვერ შეძლო აეცილებინა ეს მძიმე შედეგი, - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებები საქართველომ დაიწყო.

"ფაქტია, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული და მიმდინარეობს ფაქტობრივი ანექსია, რაც არის ის, რაც ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ წინა ხელისუფლებისგან. რა თქმა უნდა, ეს არის შედეგი რუსეთის ფედერაციის აგრესიის და იმ უპასუხისმგებლო ქმედების, რომელიც განახორციელა წინა ხელისუფლებამ. ვიდეო, რაც ვრცელდება სოციალურ მედიაში, კიდევ უფრო ამძიმებს იმ ხელისუფლების პასუხისმგებლობას, რომელმაც ვერ შეძლო აეცილებინა ეს მძიმე შედეგი",- განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა არქივის ვიდეო, რომელშიც საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შესახებ ლაპარაკობს და აცხადებს, რომ არასდროს დაუმალავს, რომ ცხინვალში სამხედრო მოქმედებების წარმოების გადაწყვეტილება მისმა ხელისუფლებამ მიიღო. ვიდეოჩანაწერი ასახავს 2008 წლის 28 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს „ომის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიისთვის“ მიცემული ჩვენების ფრაგმენტს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა