დავით ზალკალიანი - დიპლომატიური კორპუსი ყველაფერს აკეთებს, რომ საზღვარგარეთ საქართველოს  მოქალაქეებს ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა

არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გვაქვს მზარდი დინამიკა და მთელი ჩვენი დიპლომატიური კორპუსი ყველაფერს აკეთებს, რომ საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საგარეო უწყება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა.

"საქართველოს საელჩოები, საკონსულოები - ეს არის ადგილი, სადაც ტარდება არჩევნები. ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს დიასპორას მუდმივად ვაძლევთ ინფორმაციას არჩევნების პროცედურებთან და ვადებთან დაკავშირებით. ასევე, მათ ვაწვდით ინფორმაციას იმ ტექნიკურ საკითხებზე, თუ როგორ უნდა დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე. მოგეხსენებათ, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ვადა არის 11 ნოემბრამდე. პირველი ტურის შემდეგ გვაქვს მზარდი დინამიკა და მთელი ჩვენი დიპლომატიური კორპუსი აკეთებს ყველაფერს, რომ საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ მეორე ტური შუა კვირაში, სამუშაო დღეს დაინიშნება, ხომ არ შეაფერხებს ეს ემიგრანტების ხმის მიცემის პროცესს, დავით ზალკალიანმა უპასუხა, რომ ის ვერაფერს იტყვის ჰიპოთეტურად. "მე ჰიპოთეტურად როდის ჩატარდება ვერაფერს გეტყვით. გადაწყვეტილებას იღებს ცესკო. საელჩოები არის ადგილი, სადაც ხმის მიცემა ტარდება. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ყველა პროცედურის დაცვა იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ხმა მისცენ", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს