დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას არალეგალი მიგრანტებისთვის თავშესაფარზე უარის თქმის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, იუსტიციისა და შიდა უსაფრთხოების სამინისტროები უარს ეტყვიან თავშესაფრის მინიჭების საკითხის განხილვაზე იმ პირებს, რომლებიც ამერიკის საზღვრებს არალეგალურად კვეთენ; ასეთ ადამიანებს კი დადგენილ საგუშაგოებზე გადაიყვანენ.

„ჩვენ გვსურს, რომ ადამიანები ჩვენს ქვეყანაში მოდიოდნენ, მაგრამ მხოლოდ კანონიერ საფუძველზე“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობილია, რომ გასულ კვირას, ამერიკის პრეზიდენტის განკარგულებით, მექსიკის საზღვართან ამერიკელ სამხედროთა რაოდენობა 15 ათასამდე გაიზარდა იმისთვის, რომ შეჩერდეს დიდი რაოდენობით მიგრანტების შესვლა ქვეყანაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა