მოსამართლეები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდნენ

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ვასილ როინიშვილი და ამავე პალატის მოსამართლეები მაია ვაჩაძე და ნუგზარ სხირტლაძე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უზენაესი სასამართლო ავრცელებს.

დელეგაციის შემადგენლობაში რუმინეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და რუმინეთის წარმომადგენელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სენატორი ტიტუს კორლატეანი, შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მონიტორინგის კომიტეტის წევრი კერსტინ ლუნდგრენი, ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსე და მონიტორინგის კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილე ბას კლეინი იყვნენ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია რეგულარულად სტუმრობს საქართველოს მოქმედი ფორმატის ფარგლებში, რომელიც მოქმედებს საქართველოს ევროსაბჭოს წევრის სტატუსიდან გამომდინარე.

მონიტორინგის კომიტეტის წევრები ახდენენ მონიტორინგს ყველა იმ პროცესზე, რაც საქართველოში მიმდინარეობს და აკეთებენ სიღრმისეულ ანალიზს სახელმწიფო უწყებების მხრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებით და კონკრეტულად იმ მოსაზრებებით, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქართული მართლსმსაჯულების სისტემა გახდეს უფრო დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი.

ქართველმა მოსამართლეებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მონიტორინგის კომიტეტის წევრებს სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით და ამომწურავი პასუხი გასცეს დელეგაციის წევრთა შეკითხვებს, გაუზიარეს კოლეგებს მოსაზრებები თუ რა უნდა გაკეთდეს საქართველოში დამატებით სასამართლო ხელისუფლების გაძლერებისთვის.

დელეგაციის წევრთა ინტერესი გამოიწვია სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის ფუნქციონირების თემამ და ხარვეზებმა, რომელიც ჯერ კიდევ ახლავს ამ მეთოდის დანერგვას სასამართლოში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა