გიორგი ვაშაძე - სჯობს ირაკლი სესიაშვილმა მიხედოს იმ მცოცავ ოკუპაციას, რომელიც მათი ხელისუფლების პირობებში მიმდინარეობს -  საგარეო ასპარეზზე გაქრა საქართველო

სჯობს ირაკლი სესიაშვილმა მიხედოს იმ მცოცავ ოკუპაციას, რომელიც მათი ხელისუფლების პირობებში მიმდინარეობს - საგარეო ასპარეზზე გაქრა თავიდან ბოლომდე საქართველო, - ასე პასუხობს გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს, რომლის განცხადებითაც სააკაშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი იმ არასწორი ქმედებების გამო, რომელმაც საქართველოს ტერიტორიები დააკარგინა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1” საუბრისას ვაშაძემ აღნიშნა, რომ მცოცავი ოკუპაცია, საქართველოს საერთაშორისო დღის წესრიგიდან გაქრობის შედეგია, რაც ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამ გამოიწვია. მისივე განცხადებით, მოქმედი ხელისუფლება წინ არა სახელმწიფოებრივ, არამედ პირად ინტერესებს აყენებს, რაც ქვეყნისთვის დამღუპველია.

„სჯობს ირაკლი სესიაშვილმა მიხედოს იმ მცოცავ ოკუპაციას, რომელიც მათი ხელისუფლების პირობებში მიმდინარეობს, ასობით ჰექტარი დავკარგეთ უკვე. საგარეო ასპარეზზე გაქრა თავიდან ბოლომდე საქართველო. გაეროს სხდომაზე პოროშენკო საუბრობდა საქართველოს ოკუპაციაზე და ბახტაძემ რაღაც ნახევარი სიტყვა დაუთმო ამ საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლამდე გაცილებით კრიტიკული იყო საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთს შორის ურთიერთობა, ე.წ საზღვრის გავლების ვერცერთ ფაქტს ვერ ნახავთ. დღეს ეს იმიტომ ხდება, რომ მთლიანად მოშიშვლებულია საგარეო ასპარეზზე საქართველოს საკითხი. სჯობს სესიაშვილმა თავისი ფუნქცია შეასრულოს, მაგრამ ამას არ აკეთებს იმიტომ, რომ მისი მთავარი საზრუნავია ჩაასხამს თუ არა აუზში წყალს. ჩვენსა და მათ შორის ეს განსხვავებაა, რომ ჩვენ ჯერ ქვეყანას ვაყენებთ წინ და შემდგომ პირადს, იმათთვის ქვეყანა მეათეხარისხოვანია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო: "სჯობს ირაკლი სესიაშვილმა მიხედოს მცოცავ ოკუპაციას, ასობით ჰექტარი დავკარგეთ" - გიორგი ვაშაძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა