სალომე ზურაბიშვილი ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების გახსნის ღონისძიებას დაესწრო

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების გახსნის ღონისძიებას დაესწრო. მისი თქმით, პარასპორტი მნიშვნელოვანია, რადგან ეს შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას ეხმარება.

„მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ტარდება ასეთი საერთაშორისო შეჯიბრი, სადაც ძალიან ბევრი წარმომადგენელია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს პარასპორტი, რაც მაგალითია, ყველა იმ ადამიანისთვის, შშმ პირებისთვის, რომლებიც ცხოვრებას უყურებენ იმედიანად, როცა ხედავენ მათ წარმატებას. ეს არის გზა, შესაძლებლობა იმის, რომ ამ ქვეყნის სრულყოფილი მოქალაქეები გახდნენ. სპორტის და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების, მომხრე ვარ და მომავალშიც ვიქნები, როგორც პრეზიდენტი, მხარს დავუჭერ ყველა კუთხით და ყველა ფორმით, რასაც შევძლებ და გარკვეულწილად პარასპორტის, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა,რომ ამ ქვეყანაში შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია მოვახდინოთ, რაც დღემდე არ არის“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა