„კარვებით ვიცავ თავისუფლებას“ - ამ სახელწოდებით პარლამენტთან ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

„კარვებით ვიცავ თავისუფლებას“ - ამ სახელწოდებით 10 ნოემბერს, პარლამენტის შენობის წინ, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქციას ორგანიზებას არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი უწევს, რომლებიც გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულვებელყოფით ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს საპროტესტო აქციაზე კარვის გაშლის საშუალებას დღემდე არ აძლევს.

განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციის მონაწილეთათვის დროებითი კონსტრუქციის (კარვის) გაშლის ხელშეშლა საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის უხეშ დარღვევას და მშვიდობიანი შეკრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას წარმოადგენს.

„სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა აბუჩად აგდებას და საკითხისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, წერილი, რომლითაც ზაზა სარალიძეს შეატყობინეს, რომ 7 დეკემბრიდან აქციის მონაწილეებმა ლოკაცია შეცვალონ, რადგან რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის დადგმა იგეგმება.

შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ადამიანებმა საკუთარი აქტიურობით დაიცვან კონსტიტუციური უფლებები და ამით მკაფიო შეტყობინება გაუგზავნონ ხელისუფალს. აქციის ორგანიზატორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გადავწყვიტეთ ჩვენი პროტესტი ხელისუფლებისადმი და სოლიდარობა შვილმკვდარი მამებისადმი ამ ფორმით გამოვხატოთ და მოგიწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, შემოგვიერთდეთ“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

აქცია პარლამენტის შეობის წინ, 20:00 საათზე ჩაინიშნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში შექმნილია აქციის საინიციატივო ჯგუფი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა