ნიკო ფიროსმანის სურათები დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2018 წლის 10 ნოემბრიდან 2019 წლის 10 მარტამდე, გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში „K20-Kunstsammlung NRW“ ნიკო ფიროსმანაშვილის 5 სურათი გამოიფინება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, მხატვრის ნამუშევრები დიუსელდორფის მუზეუმში წარმოდგენილი იქნება მოდერნიზმის გამოფენის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „Museum global -Microhistories of an Ex-centric Modernism“.

„დიუსელდორფის ხელოვნების მუზუმში ექსპონირებული იქნება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის (სოფ. მირზაანი) კოლექციიდან მხატვრის ორი ნამუშევარი - „მალაკნების ქეიფი“ და „ხილის დუქანი“, ასევე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან ნიკო ფიროსამანაშვილის მიერ შესრულებული დიპტიქი „ორთაჭალის ტურფები“ და „ნატურმორტი დოშებით“.

დიუსელდროფის ხელოვნების მუზეუმის გამოფენა სახელწოდებით „Museum global -Microhistories of an Ex-centric Modernism“ მოიცავს 1910-1960 წლების პერიოდს და ნიკო ფიროსმანაშვილის სურათებთან ერთად, დამთვალიერებელი, ასევე იხილავს პიკასოს, ლეჟეს, მოდილიანის, კანდინსკის, შაგალის და სხვათა ნამუშევრებს. აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდეგნილი იქნება როგორც, დუსელდორფის ხელოვნების მუზეუმის, ასევე მსოფლიოს ცხრა ქვეყნის სხვადასხვა მუზეუმის ექსპონატები“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულო ინფორმაციაში.

ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2020
ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
„შუშხუნა ბაკურიანი“ - სიახლე ბაზრის ლიდერი ბრენდისგან
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)