გიორგი მარგველაშვილი პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული თარიღის აღსანიშნავად საფრანგეთის დედაქალაქი მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებს, ადგილობრივი და ეროვნული არჩევითი ორგანოების წევრებს, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლებს.

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი პარიზში ტრიუმფალურ თაღთან გამართულ ღონისძიებას დაესწრებიან, სადაც საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს.

„პარიზში, პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძებების ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი მშვიდობის ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მსოფლიო ლიდერები აშშ-ს პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, კანადის პრემიერ-მინისტრი, ბელგიის პრემიერი, ავსტრიის პრეზიდენტი, სლოვაკეთის, სლოვენიის, ლატვიის, მაკედონიის, უკრაინის პრეზიდენტები ხუთი ძირითადი თემატიკის გარშემო იმსჯელებენ: მშვიდობა და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, განვითარება, ციფრული და ახალი ტექნოლოგიები და ინკლუზიური ეკონომიკა. გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც მრავალმხრივ საერთაშორისო ურთიერთობებს მიეძღვნება. გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ორსეს მუზეუმში საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და ბრიჯიტ მაკრონის სახელით, პარიზის მშვიდობის ფორუმში მონაწილე დელეგაციათა ხელმძღვანელებისა და მათი მეუღლეების პატივსაცემად გამართულ ვახშამს დაესწრებიან, მოგვიანებით კი, საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ბრიჯიტ მაკრონის სახელით ვერსალის სასახლეში დაგეგმილ სადილს დაესწრება“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაცის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა