ავსტრალიის პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც პოლიციელებს თავს დაესხა, აფეთქების მოწყობას გეგმავდა

ავსტრალიის პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც მელბურნში პოლიციელებს დაესხა თავს, აფეთქების მოწყობას გეგმავდა. ამის შესახებ ტელეკომპანია ABC იუწყება.

ფედერალური პოლიციის კომისარის თანაშემწის იან მაკარტნის განცხადებით, 30 წლის სომალელი ჰასან ხალიფ შირ ალი რადიკალურად იყო განწყობილი და ინტერნეტში გავრცელებული ისლამისტური მოწოდებებითა და ლოზუნგებით იყო შთაგონებული.

„ახლა ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ შირ ალი მელბურნის ცენტრში აფეთქების მოწყობას გეგმავდა“, - განაცხადა მაკარტნიმ.

პოლიციის ინფორმაციით, სომალელმა მამაკაცმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილის სალონში დაამონტაჟა, რისთვისაც საყოფაცხოვრებო გაზის ბალონები გამოიყენა. პოლიციელებზე თავდასხმამდე მან ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანა სცადა, თუმცა დაუდგენელი მიზეზების გამო ეს ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ მელბურნში გუშინ ტერაქტი მოხდა. ავტომობილი სავაჭრო ცენტრის შენობაში შევარდა. ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ სამართალდამცველებს, „ალაჰ აკბარის“ ძახილით, დანით შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა.

მომხდარის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, რომელთაგან ერთი, 74 წლის მამაკაცი მოგვიანებით გარდაიცვალა. ბოროტმოქმედმა ცეცხლსასროლი ჭრილობა მიიღო და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა