საქართველოდან სხვადასხვა დასახელების სუნამოს რუსეთის მიმართულებით გადატანის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

სხვადასხვა დასახელების სუნამოს საქართველოდან რუსეთის მიმართულებით გადატანის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების - საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით პროდუქციის საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადატანის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, რუსეთის ფედერაციის ერთი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე სცადა რუსეთის მიმართულებით მალულად გადაეტანა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების პროდუქცია.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 195 ერთეული სხვადასხვა დასახლების სუნამო, რომლის საბაჟო ღირებულება 17 559 ლარს შეადგენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა