შარტავასა და კოსტავას ქუჩების რეაბილიტირებული მონაკვეთის დახაზვა სრულდება

სააკაძის მოედანზე, შარტავასა და კოსტავას ქუჩების რეაბილიტირებულ მონაკვეთზე ავტომობილების სამოძრაო ზოლები, ქვეითთა ორფეროვანი გადასასვლელები და სხვა საგზაო მონიშვნები იხაზება. პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მერიის ინფორმაციით, საგზაო მონიშვნები გამძლე, თერმო და ცივი პლასტის საღებავით სრულდება. იგი ასფალტზე სულ მცირე სამი წლის განმავლობაში შენარჩუნდება.

კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ახალი სქემა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ბრიტანელ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა, რომლებიც თბილისის მერიაში საერთაშორისო გრანტის ფარგლებში, რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

ახალი სქემა ქვეითთათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის, ველოსიპედისტებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას ითვალისწინებს.

სააკაძის მოედანი ქვეითთათვის სრულად ადაპტირდა და საგზაო მონიშვნების დატანის შემდეგ, ფეხით მოსიარულეებს ნებისმიერი მიმართულებით უსაფრთხო გადაადგილება შეეძლებათ. მოედანზე სატრანსპორტო ნაკადებისთვის გამყოფი კუნძულები ახლებურად მოეწყო, ხოლო შუქნიშები ავტომობილების, ფეხითმოსიარულეებისა და ველოსიპედისტების სინქრონულ მოძრაობას უზრუნველყოფს.

ქვეითთა ინტერესები გათვალისწინებულია თბილისის მერიის შენობის წინაც, სადაც შუქნიშანი დამონტაჟდა, მოეწყო გადასასვლელი და ახალი მოსაცდელი განთავსდა. ფეხმავლებისთვის შუქნიშანი დამონტაჟდა შარტავას N42-თანაც (ყოფ. საბურთალოს ბაზრის მიმდებარედ), ხოლო ქვეითთა ძირითადი გადაადგილების მიმართულების გათვალისწინებით, სპორტის სასახლესთან ირიბი „ზებრა“ გადასასვლელი დაიხაზა.

ველოსიპედის, როგორც ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალების მხარდაჭერისთვის, დედაქალაქის მერიამ კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე ველობილიკი მოაწყო, რომელიც კალანდაძის ქუჩით პეკინის გამზირს უერთდება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტული და სწრაფი გადაადგილებისთვის ახლადრეაბილიტირებულ მონაკვეთზე ავტობუსის ზოლიც დაიხაზება. შუქნიშნების რეჟიმი დაპროგრამებულია ისე, რომ მწვანე სიგნალი თავდაპირველად ავტობუსის ზოლს აუნთოს. ამჟამად, მიმდინარეობს მუშაობა, რათა მოახლოებულ ავტობუსს შეუჩერებლად გავლის შესაძლებლობა მიეცეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა