„ქართული ოცნება“ – „ნაცმოძრაობა“ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ატყუებს და საელჩოების სახელით ლეგალურად ცხოვრებას ჰპირდება

„ნაციონალურ მოძრაობას“ „რუსთავი 2“-ის დახმარებით დაწყებული აქვს მორიგი ბინძური კამპანია საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალქეების წინააღმდეგ, რაც არჩევნების დისკრედიტაციას და ამისთვის ყალბი მტკიცებულებების შექმნას ემსახურება, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში „ნაციონალურ მოძრაობას“ შექმნილი აქვს სპეციალური ჯგუფები, ე.წ. მიკროშტაბები, რომელთა მეშვეობითაც საკონსულოებისა და საელჩოების სახელით საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უკავშირდებიან, მიზანიმართულად ატყუებენ და „ქართული ოცნების“ ხმის მიცემის სანაცვლოდ უცხოეთში ლეგალურად ცხოვრების, მუშაობისა და თავშესაფრის მიღებისთვის საჭირო დახმარებას ჰპირდებიან.

„ამასთან, ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს საკონსულოებს საარჩევნო ბიულეტენებიც კი უკვე ჩაყრილი აქვს საარჩევნო ყუთებში მათ ნაცვლად. ეს დაჯგუფებები მოქალაქეებს კონსულის სახელით ჰპირდებიან, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემის შემთხვევაში საარჩევნო უბანზე ავტომობილით მიიყვანენ. ასევე ვითომდა, აღრიცხვაზე დადგომის მოტივით მოქალაქეებს პირად მონაცემებს ართმევენ, ისინი აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს „ფეიკ“ გვერდების საშუალებით ამ და სხვა ტიპის, ცრუ ინფორმაციის შემცველ ცნობებს და ვიდეოებს ავრცელებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ საარჩევნო პროცესი კანონის სრული დაცვით, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში წარიმართება“, - განაცხადა ქაცარავამ.

ამასთან, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებს, ნებისმიერი მსგავსი ფაქტი გადაამოწმონ საელჩოებსა და საკონსულოებში არსებულ ცხელ ხაზზე.

გარდა ამისა, ზვიად კვაჭანტირაძე, სამართალდამცველებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული შესაძლო თაღლითური სქემა, რათა დამნაშავეები დაისაჯონ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა