თიანეთის გზატკეცილიდან მაისურაძის I შესახვევამდე გზის საფარი ეწყობა

გლდანის რაიონში, თიანეთის გზატკეცილიდან მაისურაძის I შესახვევამდე, ზაქარია მაისურაძის ქუჩის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაოების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი, ბორდიური და 1 500 კვ. მეტრ ფართობზე ტროტუარი მოეწყო. ამჟამად, დაახლოებით, 6 500 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „როუდ სოლუშენი“ ასრულებს და ამ მიზნით გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 644 725 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო.

მერიის განცხადებით, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ ასევე, პატარა ტბის მიმდებარე ქუჩების - ტიხონოვის, წინამძღვრიშვილის, გულისაშვილის, მარჯანიშვილისა და ბარათაშვილის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდა, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციები უკვე მოწესრიგდა.

მომავალ წელს, აღნიშნულ ქუჩებზე სანიაღვრე ქსელისა და გზის საფარის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა