კახა კალაძე - უტიფრობაა კონკრეტული სააგენტოების მიერ ჩემი განცხადების ინტერპრეტირება - წერდნენ, რომ „მერია სარალიძეს ნაძვის ხით ანაცვლებს“

უტიფრობა უნდა ვუწოდოთ კონკრეტული სააგენტოების და ჟურნალისტების მხრიდან ჩემი გუშინდელი განცხადების ინტერპრეტირებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალაძის აქციასთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ კომენტარზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, არასწორი იყო ინტერპრეტაცია, რომ „მერია სარალიძის ნაძვის ხით ჩანაცვლებას აპირებს“.

„კარვის დადგმა მერიას არ აუკრძალავს. ეს ჩვენს პრეროგატივაში არ შედის და ჩვენ არანაირი უფლებამოსილება არ გვაქვს. უბრალოდ, სამწუხაროა, უტიფრობა უნდა ვუწოდოთ კონკრეტული სააგენტოების და ჟურნალისტების მხრიდან ჩემი გუშინდელი განცხადების ინტერპრეტირებას. გამოტანილი ჰქონდათ, რომ დედაქალაქის მერია სარალიძეს ნაძვის ხით ანაცვლებს. როგორ შეიძლება. არ ვიცი სად იზრდებიან ეს ადამიანები, ან ოჯახში არ გაზრდილან, ან დედა არ ჰყავთ, ან მამა. შვილმოკლული მამის ასეთი ფორმით გამოყენება, ასეთი შეურაცხყოფის მიყენება... მე მგონია, რომ ჟურნალისტიკა არის თავისუფლების რუპორი და არა რაღაც პარტაგიტატორები. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ზაზა სარალიძეს მერიაში, კანონის ფარგლებში, ჰქონდა შეტანილი წერილი და მერიამ უპასუხა, რომ პარლამენტის მიმდებრე ტერიტორიაზე იგეგმება საახალწლო ღონისძიებები.

„მან შემოიტანა ცნობა, რომ აპირებს დეკემბრის ბოლომდე გააგრძელოს პროტესტი. დედაქალაქის მერიის მხრიდან იყო განცხადება, რომ დედაქალაქის მერიას აქვს საახალწლო ღონისძიებები სხვადასსხვა ლოკაციებზე, როგორც ეს ტრადიციულად ხდება. ეს ჩემი მოგონილი არ არის, ეს არის ტრადიცია", - განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ზაზა სარალიძის აქციაც და საახალწლო ღონისძიებებიც იყოს პარალელურად, კალაძემ განაცხადა, რომ მას არ უნდა დაპირისპირება მოხდეს.

„მე არ მინდა რაღაც დაპირისპირებაში გადაიზარდოს. თქვენ იცით, რომ ამის გაკონტროლება ძალიან რთული იქნება. უამრავი ადამიანი მოდის და მიდის, ვიღაცამ რაიმე პროვოკაცია არ მოაწყოს. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა", - განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ მოხერხდება ამ საკითხის მოგვარება, კალაძემ განაცხადა, რომ ამაზე ისაუბრებს და ჯერ დრო კიდევ არის. „მაგას მოგახსენებთ, ჯერ დრო არის. რატომ ჩქარობთ, რატომ ნერვიულობთ. არჩევნებისთვის მიდის მზადება", - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: კახა კალაძე - უტიფრობაა კონკრეტული სააგენტოების მიერ ჩემი განცხადების ინტერპრეტირება - წერდნენ, რომ "მერია სარალიძეს ნაძვის ხით ანაცვლებს"

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა