სიღნაღში მამაკაცი კვადროციკლით „სიღნაღქალაქობისთვის" დამონტაჟებულ სცენას შეეჯახა, რის შედეგადაც გარდაიცვალა

სიღნაღში, მამაკაცი კვადროციკლით „სიღნაღქალაქობისთვის" დამონტაჟებულ სცენას შეეჯახა. შედეგად 38 წლის გიორგი სიხაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაგეგმილი კონცერტი აღარ გაიმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. უწყების ინფორმაცით, დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია