გარდაბანში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული ჯ.მ. და 1999 წელს დაბადებული რ.მ. ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები გარდაბნის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს, 1981 წელს დაბადებულ ა.ხ.-ს მობილურ ტელეფონზე ურეკავდნენ და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, თანხის გადახდას სთხოვდნენ. სამართალდამცველებმა ჯ.მ. თანხის გადაცემის დროს, რ.მ. კი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: ფულის გამოძალვა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების მუქარით: ორი ბრალდებული დააკავეს, მათგან ერთი თანხის გადაცემის დროს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა