გრიგოლ ვაშაძე - ჩართეთ ზოგიერთი ტელეარხი, ჯორჯ ორუელის რომანს „1984“ ჰგავს, ზიზღის საათებს რომ აწყობდნენ

ჩართეთ ზოგიერთი ტელეარხი, ჯორჯ ორუელის რომანს „1984“ ჰგავს, ზიზღის საათებს რომ აწყობდნენ, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არჩევნების მეორე ტური უფრო აგრესიული ხომ არ იქნება, გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან არავითარ აგრესიას ადგილი არ ექნება.

„გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან რა აგრესიას ხედავთ, მე არ ვიცი. ოპონენტებს რაც შეეხება, ჩართეთ ზოგიერთი ტელეარხი და ნახეთ რა ხდება მათ ეთერში. ჯორჯ ორუელის რომანს „1984“ ჰგავს, ზიზღის საათებს რომ აწყობდნენ. მეორე ტურიც ჩატარდება წყნარად, მშვიდად, ცივილიზებულად, როგორც ვაკეთებდით ყველაფერს და უპირველეს ყოვლისა ხალხთან ერთად. არავითარი აგრესია ჩვენი მხრიდან არ იქნება“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს