თურქეთში, სამხედრო ბაზაზე აფეთქებისას ოთხი სამხედრო დაიღუპა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ჰაქიარის პროვინციაში სამხედრო ბაზაზე საბრძოლო მასალის აფეთქებისას 4 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

როგორც სატელევიზიო მიმართვაში ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, კიდევ 20-მდე სამხედრო დაჭრილია.

„გასულ ღამეს ჰაქიარის პროვინციაში საბრძოლო მასალა აფეთქდა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 4 და დაიჭრა 20-მდე სამხედრო“, - განაცხადა ერდოღანმა.

სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო