გიორგი გახარია ფოთში მომხდარ ფაქტზე-პოლიციელს არ შეეშინდა და ექსტრემალურ სიტუაციაში მოიქცა თავისი ღირსების და უფლებამოსილების შესაბამისად

მოდით შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ჩვენს პოლიციელებზე ჩვენ უფრო ვზრუნავთ და უფრო მეტად შეგვტკივა გული, ვიდრე თქვენ, - ასე უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას ფოთში, რამდენიმე თვის წინ მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით.

„მოდით, შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ჩვენს პოლიციელებზე ჩვენ უფრო ვზრუნავთ და ჩვენ უფრო მეტად შეგვტკივა გული ვიდრე თქვენ. მეორე, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სიმართლე იქნას დადგენილი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე სახელმწიფო ყველა სახის ზრუნვას გაწევს. ყველა სხვა პოლიციელისთვის მაგალითი არის შემდეგი, რომ ეს არის ის ადამიანი, რომელსაც არ შეეშინდა და იმ ექსტრემალურ სიტუაციაში მოიქცა თავისი ღირსების და უფლებამოსილების შესაბამისად, ამიტომ ეს არის დასაფასებელი. გამოძიება, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთმნიშვნელოვნად დაადგენს სიმართლეს და როგორც კი ეს სიმართლე იქნება დადგენილი ეს ადამიანი იქნება დაფასებული სწორედ იმ ზომით რა ზომითაც ის იმსახურებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს ფოთში, ჟვანიას ქუჩაზე ჩასარიცხ აპარატს ერთი პირი ქურდავდა, როდესაც სამართალდამცველები ადგილზე მივიდნენ. უწყების ვერსიით, პოლიციელი მის დაკავებას შეეცადა, რა დროსაც პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და თავში ბლაგვი საგნით ჭრილობა მიაყენა. უწყების ინფორმაციით, პოლიციელმა აღნიშნული პირი თავდასხმის მოგერიების მიზნით დაჭრა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა