„გირჩის" ლიდერმა და აქტივისტებმა ატოცში საპროტესტო აქციაზე შარვლები ჩაიხადეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“, ახალგაზრდები, „გირჩის“ წევრები და საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე საპროტესტო აქცია-პერფორმანს მართავენ. საოკუპაციო ხაზთან შეკრებილები უკანონო ბორდერიზაციას, მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებენ. ადგილზე იმყოფებიან შსს-ს წარმომადგენლები.

საოკუპაციო ხაზთან გაჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. აქციაზე შეკრებილები სკანდირებენ - „ცხინვალი საქართველოა“ , „არა რუსულ ოკუპაციას!“ ამასთან, აქციაზე მყოფმა ზურაბ ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს ერთგვარი პერფორმანსის გამართვისკენ მოუწოდა, რათა დღევანდელი აქცია საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ მოქცეულიყო. „გირჩის" ლიდერმა და აქტივისტებმა ატოცში საპროტესტო აქციაზე შარვლები ჩაიხადეს.

მავთულხლართების მიღმა კი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც თვალ-ყურს ადევნებენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფ აქციის მონაწილეებს.

იხილეთ ვიდეო: შარვალჩახდილი აქტივისტები საოკუპაციო ხაზთან: აქცია-პერფორმანსი სოფელ ატოცში

კორნელი კაკაჩია - აშშ-ში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტი საკმაოდ დაგვიანებულია, ამიტომ, არა მგონია, რომ ამ ვიზიტმა რამე შეცვალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2020
თენგიზ ფხალაძე - პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობაში უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის იქითაც პროცესი არ უნდა წავიდეს, თუკი ეს ზღვარი წაიშალა, მძიმე შედეგს მივიღებთ
„ინვესტ ჯგუფი“ ანანოვების სასახლის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
"თიბისიმ" მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული მობაილბანკი განაახლა