კამპანია „გაამწვანე ვარკეთილის“  ფარგლებში, გამწვანების აქცია გაიმართა

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის ინიციატივითა და კომპანია „სოკარის“ მხარდაჭერით, ვარკეთილში, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე 180-ე სკოლის ტერიტორიასა და კიდევ სამ მისამართზე, გამწვანების აქცია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, კამპანია „გაამწვანე ვარკეთილის“ ფარგლებში, დღეს 700-მდე წიწვოვანი ხის ნერგი დაირგო. გამწვანების აქციაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, კომპანია „სოკარის“ წარმომადგენლებმა, 180-ე სკოლის მოსწავლეებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღეს მონაწილეობა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ კომპანია „სოკარს“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მსგავსი აქციების მოწყობაში ბიზნესის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, გამწვანების აქციები სხვადასხვა მასშტაბით, სხვა რაიონებშიც გაგრძელდება.

სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის თქმით კი, ვარკეთილში გამწვანების აქციები ხშირად ეწყობა და ადგილობრივი მოსახლეობა მასში აქტიურად მონაწილეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს